შპს „არომა“ 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება არქიტექტურის, მშენებლობისა და დიზაინის მიმართულებით.
2022 წლიდან სხვა მასშტაბურ პროექტებთან ერთად „არომა“ იწყებს სამშენებლო დეველოპერულ საქმიანობას.
პირველი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი „არომა რეზიდენს ვაზისუბანი-ს“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მეორე -კი კიდევ უფრო მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსი „არომა რეზიდენს დიდი დიღომი“ გახლავთ.
გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი უძრავი ქონების ბაზარზე ქმნის საცხოვრებელ რეზიდენციებს, თანამედროვე სტანდარტებით, დაცული ეზოთი, პარკინგით, სერვისებით - რომელიც მაქსიმალურ კომფორტს შეუმნის არომა რეზიდენსის მაცხოვრებლებს.